суббота, 20 апреля 2019 г.

მეცხრე დღე

             მეცხრე დღე               

გადავხედეთ იმ მასალებს, რომლებიც ამ დროის მანძილზე დავამუშავეთ.ჩვენი ელექტრონული ფოსტის დისკზე შევქმენით  საქაღალდე და მასში მოვათავსეთ პროექტის ფარგლებში მომზადებული, დამუშავებული  ინფორმაციები.გაგვიწია ფასილიტაცია ტრენერმა.საძიარო დაფის ჩაშენება ბლოგზე,ნამუშევრის მომზადება წარსადგენად, პორთფოლიოს გადახედვა და დასრულება, პორთფოლიოს ატვირთვა დრაივზე და ბლოგზე გაზიარება.პროექტის პორთფოლიოზე უკუკავშირის მიღება.

воскресенье, 14 апреля 2019 г.

ტრენინგის მერვე დღე

                                                                 ტრენინგის მერვე დღე

დღეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიები განვიხილეთ,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის . განვახორციელეთ აქტივობა 1: ფასილიტაციის რესურსების შექმნა.  ასევე, აქტივობა  აქტივობა 2: წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება და აქტივობა 3: რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად.

суббота, 13 апреля 2019 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

                                                ტრენინგის  მეშვიდე დღე

საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო სამუშაოებები გავწიეთ,კერძოდ,მოდული 6-ის შემდეგი აქტივობები:

  • დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის-დაწყვილდი და გაუზიარე. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაზიარება და შეფასებები.
  • ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება~თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში, 
  • პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.  საინტერესო იყო დისკიდან ბლოგზე ჩაშენების უნარის ათვისება, ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პრეზენტაციევი, ცოტა გული დამწყდა პრეზენტაციიდან ვიდეო რგოლი წავლშალე, რადგან დიდი ფოემატის გამო არ იტვირთებოდა, თუმცა ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ყოველთვის ვიყენებ ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას ჩემს  პედაგოგიურ პრაქტიკაში და ასევე ვუზიარებ ამ გამოცდილებას მას კოლეგებს და საჭიროების დროს, როდესაც ისინი მომმართავენ დასახმარებლად, მე ყოველთვის მათ გვერდით ვდგავარ.
  • ტრენერი ქალბატონი ხათუნა ლორთქიფანიძე ძალიან პოზიტოური ადამიანია,  არის პროფესიონალი, ეს ადამიანი ამ ტრენინგზე გავიცანი და მან  არა მხოლოდ შეძლო ჩემი, არამედ დარწმუნებული ვარ ტრენინგის ყველა მონაწილის  დიდი პატივისცემის დამსახურება .

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


воскресенье, 7 апреля 2019 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე
ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვაზე, განვიხილეთ პროექტის სცენარი, დავსახეთ მიზნების შესაბამისი ამოცანები და აქტივობები, რეალურ ცხოვრებაში კავშირი განვსაზღვრეთ, თუ როგორ შეძლებენ მიღებული გამოცდილების  პრაქტიკაში გამოყენებას.ასევე, ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფორმის  შექმნაზე,სასწავლო პროექტის გეგმის მიხედვით პრეზენტაციის სავარაუდო ფორმა გავწერეთ. ტრენინგზე მიღებული  გამოცდილების გამოყენება  პედაგოგიურ პრაქტიკას საინტერესოს, შრომატევადს და ინოვაციურს გახდის. ასეთი ტიპის გაკვეთილები მოსწავლეთათვის საინტერესო, ინტერაქტიული იქნება და განაპირობებს მოსწავლეტა ქმედითი ცოდნის გააქტიურებას.













суббота, 6 апреля 2019 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

                                             ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვისწავლეთ კავშირები, ჩემი პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, 21-ე საუკუნის უნარჩვევების მიღწევა, ინტერნეტის გამოყენება, საავტორო უფლებების დაცვა მუშაობისას, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის.
ტრენინგი მიმდინარეობს საინტერესოდ, არის შრომატევადი მაგრამ აუცილებელი პროფესიული განვითარებისათვის.